დარეკე და შეუკვეთე
032 2 51 40 02 598 99 90 89 598 34 99 34
ონლაინ შეკვეთა
ჩვენ შესახებ
კომპანიის მიზანი
კომპანიის მისია
წესები და პირობები

კომპანია “მოახლე” მომხმარებელს სთავაზობს გამარტივებული შეკვეთის სისტემას ნებისმიერი ტიპის მოწყობილობით(კომპიუტერი, სმარტფონი, ტაბლეტი …), თანამედროვე და ინოვაციური შეკვეთის სისტემის მეშვეობით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ამოირჩიოს და მოითხოვოს ის მომსახურებები, რომლის გამოყენებაც თავად სურს.

შემკვეთის სურვილის შესაბამისად, ჩვენი პროფესიონალი და გამოცდილი თანამშრომელი ან თანამშრომელთა გუნდი ენერგიულად და ხარისხიანად შეასრულებს მოთხოვნილ მომსახურებას.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის დრო, ფინანსები და კომფორტი. ყველაფერ ამაზე  იზრუნებენ ჩვენი მაღალკვალიფიციური, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული თანამშრომლები.

კომპანია “მოახლე” გთავაზობთ შემდეგი სახის სერვისებს:

   დალაგება-დასუფთავება

სხვადასხვა ტიპის შენობების და ობიექტების პროფესიონალური დალაგება-დასუფთავება, როგორც ერთჯერადი ასევე რეგულარული მომსახურება.

   მზარეულის სერვისები

“მოახლე”-ს გამოცდილი მზარეულები მოგიმზადებენ  სხვადასხვა სახის კერძებს, დაბადების დღის, სადღესასწაულო და უბრალოდ ოჯახური სადილისთვის საჭირო კერძებს. სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 10 იანვრიდან.

   ფიზიკური სამუშაოები

გამოცდილი და ენერგიული ადამიანები შეასრულებენ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სამუშაოს(მაგ:ავეჯის გადაზიდვა, მიწის დამუშავება, სამშენებლო მასალის გადატანა და ა.შ) რომელიც თქვენთ გერთულებათ და გიჭირთ დამოუკიდებლად გააკეთოთ, ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ აღწეროთ შესასრულებელი სამუშაო.

ჩვენი მიზანია შევქმნათ სერვისი, რომელიც ჩვენი მომხმარებლის ყოველდღიურობას გაამარტივებს, უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.

იახლე კომფორტი შენ გარშემო.

კომპანია “მოახლე” ახალი ქართული კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურების ინოვაციურ სერვისს. სადაც თქვენ სახლიდან გაუსვლელად, ნაკლები ბიუროკრატიის გავლით შეგიძლიათ ერთ წუთში დათვალოთ და შეუკვეთოთ ჩვენი მომსახურება. "მოახლე"-ს ძირითადი სერვისებია: დალაგება-დასუფთავება მზარეულის მომსახურება ფიზიკური სამუშაოები. "მოახლე"-ს გუნდი ხარისხზე, მომხმარებლის კომფორტზე და სიახლეზე ორიენტირებულია. "მოახლე"-ს თანამშრომელს გამოარჩევს, მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მზად არის სწრაფად ადაპტირდეს თავის სფეროში არსებულ ყველა სიახლესთან და თავად იყოს სიახლეების დანერგვის ინიციატორი. იახლე "მოახლე" - იახლე კომფორტი შენ გარშემო!

კომპანია “მოახლე” უზრუნველყოფს მომსახურებას, როგორც ონლაინ შეკვეთის ასევე სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც რეგულირდება ორ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულება ფორმდება ერთი მხრივ კომპანია “მოახლე”-სა და მეორე მხრივ შემკვეთს შორის. შემკვეთი შესაძლებელია იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. შეკვეთის გაფორმებით მხარეები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები და პირობები. ონლაინ ან სატელეფონო ზარით შეკვეთის შემთხვევაში შემკვეთი ადასტურებს, რომ ეთანხმება წესებს და პირობებს.


1. ზოგადი წესები 

1.1 “მოახლე” იღებს ვალდებულებას შეასრულოს ყველა ის ვალდებულება რაც გათვალისწინებულია შემკვეთსა და შემსრულებელს შორის. შეკვეთის შესაბამისად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა და აწარმოოს სამუშაოები, დათქმული ვადებისა და ხარისხის
1.2 “მოახლე” ვალდებულია უზრუნველყოს შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისი ხარისხით მომსახურების შესრულება.
1.3 მომსახურების ხარისხი ფასდება შემკვეთის და შემსრულებლის სუბიექტური შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც არ ეწინააღმდეგება აღიარებულ სტანდარტს. 
1.4 “მოახლე” ვალდებულია შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენოს ან არ გამოიყენოს მომსახურეისთვის საჭირო ინვენტარი და საშუალებები. 
1.5 მომსახურების დასრულების შემდეგ “მოახლე” ვალდებულია მომსახურების ადგილიდან გაიტანოს მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარი თუ საშუალებები. 
1.6 შემკვეთი ვალდებულია: მოახდინოს “მოახლე”-ს სრულად ინფორმირება არსებული მომსახურების შესრულების ადგილისა და გარემო პირობების შესახებ. მოთხოვნილი მომსახურების შესასრულებლად უზრუნველყოს წინასწარ შეთანხმებული პირობების შესრულება. უზრუნველყოს უსაფრთხო და შრომისთვის ხელსაყრელი გარემო. იმ შემთხვევაში თუ “მოახლე” ვერ შეასრულებს შეკვეთას შემკვეთის გაუთვალისწინებელი ქცევის ან სამუშაოს შესრულებისთვის ხელის შეშლის გამო, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას შეკვეთის შესრულებათან დაკავშირებით და არ დააბრუნებს ანაზღაურებას(წინასწარ გადახდის შემთხვევაში). 
1.7 შემკვეთი ვალდებულია ხელმოწერით დაადასტუროს მოთხოვნილი მომსახურების დასრულება ან არ დასრულება, შესაბამისად ანაზღაურების გადახდა ან არ გადახდა. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება სამუშაოს დასრულებისთანავე ან შეკვეთის გაფორმებისთანავე. 
1.8 შემკვეთს აქვს უფლება სამუშაოს შესრულებიდან ერთი საათის განმავლობაში გამოთქვას პრეტენზია და წერილობით წარუდგინოს “მოახლე”-ს თანამშრომელს ან გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე claim@moaxle.ge 
1.9 პრეტენზიის არ წარმოდგენის შემთხვევაში შეკვეთა ჩაითვლება შესრულებულად სამუშაოების დასრულებიდან ერთი საათის განმავლობაში, თუ შემკვეთი გადაიხდის შესაბამის ანაზღაურებას.


2. ხელშეკრულების დასრულება 

2.1 ხელშეკრულება ძალაში შედის შეკვეთის გაფორმებისთანავე და მისი შეცვლა ან შეწყვეტა შესაძლებელია სამუშაოების დაწყებამდე 24 საათით ადრე.
2.2 დაუშვებელია სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში ხელშეკრულების შეწყვეტა ან შეცვლა.(გარდა ფორსმაჟორისა)
2.3 ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
2.4 ხელშეკრულება დასრულებულად ჩაითვლება თუ ორივე მხარემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.


3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეების მიმართ იქნება გამოყენებული შემდეგი სანქციები: 

3.1 “მოახლე” უზრუნველყოფს მომსახურების შესრულებას განმეორებით, მხოლოდ ერთხელ.
3.2 მომსახურების შესრულებაში ხელის შეშლის ან პირობების არ შესრულების შემთხვევაში შემკვეთი, არ ირიდებს ვალდებულებას ტანამშრომლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
3.3 სანქციები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციით რეგულირებად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილად გამოცხადდება.